|
GEORGIAN SATELLITE DX RECEPTION CLUB |
|
Clean and simple... |
|
ამ საიტზე ვეცდები შევაგროვო შედეგები ისეთი თანამგზავრების დაჭერისა საქართველოში, რომლებსაც წესით აქ არ უნდა იჭერდეს. ასევე შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო თუ რა არხებია მაგ თანამგზავრებზე ზოგადად საინტერესო. შესაბამისად, აქ ვერ ნახავთ ინფორმაციას ისეთ თანამგზავრებზე, რომლების დაფარვის ზონაშიც ოფიციალურად ვხვდებით, და 1 მეტრამდე ზომის თეფშია დასაჭერად საკმარისი. |
|
|
|
|
|
|
|
NSS6 95E-INDIA BEAM SUPERMAX 1.6m მრგვალი თეფში, რესივერი StarTrack SR55X, Inverto IDLP Sflange თავაკი, Invacom C120 Feedhorn. |
|
|
|
საკმაოდ ძლიერი სიგნალი მოდის ამ თანამგზავრის ამ სხივიდან, იმდენად ძლიერი რომ DX BOZOTH, რომელიც უნგრეთში ცხოვრობს და 4.2 მეტრიანი თეფში აქვს, ახერხებს ამ სიგნალის დაჭერას. თუ ამ თანამგზავრის დაჭერას აპირებთ, იხელმძღვანელეთ ამ სიხშირით - 11172 H, SR 27500, FEC 3/4 |
|
|
|
INSAT 3A 93.5E-INDIA C BEAM PANORAMA 2.4m მრგვალი თეფში, რესივერი StarTrack SR55X, SuperMax DX-1100 თავაკი. |
|
|
|
ძალიან ძლიერი სიგნალი მოდის. ალბათ უფრო პატარა თეფშითაც დაიჭერს. თუ ვინმეს ინდური ოფიციალური არხები გაინტერესებთ, ეს თანამგზავრი მისწრებაა თქვენთვის. გამოიყენეთ სიხშირე 3725H, SR27500, FEC 3/4. |
|
|
|
ASTRA 2B 28.2E-NORTHEN BEAM SUPERMAX 1.6m მრგვალი თეფში, რესივერი StarTrack SR55X, Inverto IDLP Sflange თავაკი, Invacom C120 Feedhorn. |
|
|
|
ამ თანამგზავრიდან საკმაოდ ძლიერი სიგნალი აქვს პრაქტიკულად ყველა ტრანსპონდერს, რომლებიც 2B North beam - ში მოდის. მათ შორის DVB-S2 ტრანსპონდერებიც. ამიტომაც, ვისაც გაქვთ ჰდ რესივერი, შეგიძლიათ ჩართოთ SKY UK -ს შარინგი და დატკბეთ რამდენიმე ორგინალური ჰდ და არა ჰდ არხით. რაც შეეხება ჩვეულებრივი რესივერების მომხმარებლებს, ამ პაკეტის ვიდეოსიგნალს ყველა რესივერი ვერ ხსნის (გამოსახულება არეული და დაკუბიკებულია, როგორც სუსტი სიგნალის დროს, ამიტომაც შარინგის აღებამდე ჯერ უფასო არხები მოსინჯეთ). დასაყენებლად აიღეთ 12382H, SR27500, FEC 2/3 (დააკვირდით რა მამა FEC -ია, ანუ წვიმის და უამინდობის დროს სიგნალს გაცილებით ნაკლებად ერხევა!) |
|
|
|
ASTRA 1H 19.2E SUPERMAX 1.6m მრგვალი თეფში, რესივერი StarTrack SR55X, Inverto IDLP Sflange თავაკი, Invacom C120 Feedhorn. |
|
|
|
ამ თანამგზავრიდან, 1.6 მეტრიან თეფშზე იჭერს მხოლოდ რამდენიმე ტრანსპონდერს, ზედა ქვედიაპაზონიდან. სიგნალი საკმაოდ სუსტია, ასე რომ სტაბილური მიღებისათვის ჯობია უფრო დიდ თეფშს თუ იშოვით (ჩემი მოსაზრებით, 2.4 მეტრი მინიმუმ მაინც). დასაყენებლად გამოიყენეთ 12343 H, SR 27500, FEC 3/4. |
|
|
|
THOR5 0.8W T2 BEAM SUPERMAX 1.6m მრგვალი თეფში, რესივერი StarTrack SR55X, Inverto IDLP Sflange თავაკი, Invacom C120 Feedhorn. |
|
|
|
ამ თანამგზავრიდან, 1.2 მეტრიან თეფშზეც იჭერს პრაქტიკულად ყველა სიგნალს T2 სხივიდან, თუმცა, DVB-S2 ტრანსპონდერებისთვის 1.2 მეტრი არასაკმარისია და მინიმუმ 1.6 -ია რეკომენდირებული. მიმდინარე მომენტში, ამ თანამგზავრიდან შესაძლებელია გატეხილი პაკეტის, DIGI TV -ს ყურება უფასოდ. დასაყენებლად გამოიყენეთ 11785 H, SR 28000, FEC 5/6. |
|
|
|
ჯერჯერობით ესაა სულ, თუ თქვენ შეძელით რაიმე სხვა თანამგზავრის მიღება, რომლის მიღებაც იდეაში ჩვენთან შესაძლებელი არაა, კარგი იქნება თუ გამოგვიგზავნით თქვენს დაკვირვებებს, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ! |
|
|
|
P.S. თბილისში HISPASAT-ს იჭერს, მიუხედავად იმისა რომ ზოგი რონდომიცინი ამტკიცებს, არ იჭერსო. აი ფაქტიც:
|